ბარაქ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუშ უმცროსი მზად არიან კოვიდ 19-ის ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთონ | Allnews.Ge

ბარაქ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუშ უმცროსი მზად არიან კოვიდ 19-ის ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთონ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ბარაქ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუშ უმცროსი მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტელეკამერების წინ ჩაიტარონ როგორც კი აშშ-ის კვებისა და წამლის სააგენტო ვაქცინას დაამტკიცებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცლებს.

ტელეკომპანია ცნობით, ამ ნაბიჯით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები შეეცდებიან საზოგადაოება ვაქცინაციის უსაფრთხოებაში დაარწმუნონ.

შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი უკვე მიმდინაროებს.