28 წლის შემდეგ აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ | Allnews.Ge

28 წლის შემდეგ აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდასცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, სომხეთის შეარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ოკუპაციიდან 28 წლის შემდეგ რაიონი აზერბაიჯანს დაუბრინდა. 

„სამმხრივი შეთანხმების თანამხად, რომელსაც ხელი აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოაწერეს, 1 დეკემბერს აზერბაიჯაინის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ“- აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 44 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა.  მოსკოვში დადებული ხელშეკრულება სომხეთს მთიანი ყარაბაღის დიდ ნაწილიდნა გასვლას ავალდებულებს.