ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს | Allnews.Ge

ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ერევანში სომხეთის პრემეირ-მინისიტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები აცხადებენ, რომ ფაშინიანი მოღალატეა და თანამდებობა უნდა დატოვოს.

მათ ერევნის ცენტრალური გზის ბლოკირება სცადეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების ნაწილი დააკავეს.  შეგახსენებთ, 10 ნომებერს ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

მან დოკუმენტს, რომელიც, აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემას ითვალსიწინებდა, ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა.  11 ნოემბერს სომხეთის ოპოზიციურმა პარტიებმა „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ განაცხადეს და ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.