დანგრეული ხიდები, დაზიანებული შენობები- ნახეთ სარდინიის მასშტაბური წყალდიდობის ფოტო და ვიდეომასალა | Allnews.Ge

დანგრეული ხიდები, დაზიანებული შენობები- ნახეთ სარდინიის მასშტაბური წყალდიდობის ფოტო და ვიდეომასალა

იტალიის კუნძულ სარდინიაზე ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოწვია, რასაც სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა.

სამივე გარდაცვლილი წყალმოვარდნის პერიოდში ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც ისინი ძლიერმა ნაკადმა წაიღო. Reuters-ის ინფორმაციით, კიდევ 2 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

სტიქიური უბედირების გამო სარდინიის ნუოროს პროვინციიდან მოსალხეობის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარი და წვიმა კუნძულზე პარასკევს საღამოს დაიწყო. სტიქიურმა უბედურებამ სატელეფონო ხაზები და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა.