დაპირისპირება ბალკანეთში- რატომ გააძევეს სერბეთმა და მონტენეგრომ დიპლომატები? | Allnews.Ge

დაპირისპირება ბალკანეთში- რატომ გააძევეს სერბეთმა და მონტენეგრომ დიპლომატები?

სერბეთმა და მონტენეგრომ ერთმანეთს დიპლომატები გაუძევეს, რისი მიზეზიც მონტენეგროში სერბეთის ელჩის განცხადება გახდა. ვლადიმერ ბოჟოვიჩმა განაცხადა, რომ მონენეგროს ხელისუფლების 1918 წელს მირებული გადაწყვეტილება, რომლითაც ის სერბეთთან გაერთიანდა მონტენეგორს გათავისუფლებას ნიშნავდა.

ამ განცხადებს მონეტენგროში მკაცრი კრიტიკა მოჰყვა და ელჩს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დასდეს ბრალად. ბოჟოვიჩს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცეს.

ამასთან საპასუხოდ სერბეთმა ქვეყნიდან მონტენეგროს ელჩის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

1918 წელს მონტენეგროს პარლამენტმა სერბეთთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო და იმავე წელს სერბების, ხორვატების, სლოვენიელებისა და მონტენეგორელების სამეფო შეიქმნა, რომლესაც იუგოსლავია ეწოდა და 1992 წლამდე იარსება. მონტენეგრომ დამოუკიდებლობა 2006 წელს მოიპოვა.