სამხედრო დაპირისპირება ეთიოპიაში- ქვეყნის არმიამ მეამბოხეების მიერ დაკავებულ ტიგრაის შტატის დედაქალაქზე კონტროლი აღადგინა | Allnews.Ge

სამხედრო დაპირისპირება ეთიოპიაში- ქვეყნის არმიამ მეამბოხეების მიერ დაკავებულ ტიგრაის შტატის დედაქალაქზე კონტროლი აღადგინა

ეთიოპიის არმიამ მეამბოხეების მიერ დაკავებულ ტიგრაის შტატის დედაქალაქ მეკელეზე კონტროლი აღადგინა. BBC-ის ინფორმაციით, ტიგრაის რეგიონს მემარცხენე „ტიგრაის გათავისუფლების სახალხო პარტია“ აკონტროლებდა და ქვეყნიდან გამოყოფა ჰქონდა გადაწყვეტილი, რის გამოც რეგიონში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა.

გამოცემის ცნობით, ეთიოპიის არმია ახლა რეგიონში არსებულ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, ძირითად დაწესებულებებსა და აეროპორტს აკონტროლებს. ეთიოპიის მთავრობასა და „ტიგრაის გათავისუფლების სახალხო ფრონტს“ შორის დაპირისპირება 2018 წელს დაიწყო, შეიარაღებული კონფლიქტი კი მიმდინარე წლის ნომებრიდან განახლდა.

საომარი მოქმედებების გამო ქვეყანა 43 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.