აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილები ქელბაჯარის რაიონში შევიდნენ | Allnews.Ge

აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილები ქელბაჯარის რაიონში შევიდნენ

მთიან ყარაბაღის ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ, - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქელბაჯარის რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ქვედანაყოფებმა გუშინ დატოვეს.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, რაიონი დღეიდან აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადავიდა. აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარში 15 ნოემბერს უნდა შესულიყო, მაგრამ სომხეთის თხოვნით ვადამ 10 დღით გადაიწია.