ვაქცინა ყველასთვის უფასო იქნება- როდის დაიწყება ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია? | Allnews.Ge

ვაქცინა ყველასთვის უფასო იქნება- როდის დაიწყება ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იანვარში დაიწყება და უფასო იქნება. ამ ინფორმაციას ესპანური მედი ავრცელებს. მათი თქმით, ესპანეთის ხელისუფლებამ ვაქცინის შესაძელად 1 მილიარდ ევრო უკვე გამოყო და 2021 წლის დასაწყისში ისინი კომპანია Pfizer-ის ვაქცინის 20 მილიონ დოზას შეიძენენ.

ამასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ესპანეთსა და AstraZeneca-ს შორის კანდიდატი ვაქცინის 31 მილიონი დოზის შესყიდვაზე. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, თავდაპირველად ვაქცინაცია იმ პირებს ჩაუტარდებათ, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან, შემდეგ კი მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. პრემიერი იმედოვნებს, რომ 6 თვეში ესპანეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ვაქცინაცია განხორციელდება.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ესპანეთი საფრანგეთის შემდეგ მე-2 ადგილზეა ევროპაში. ქვეყანაში ვირუსის 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 42 600 ადამიანი ემსხვეპრლა.

myquiz