გვატემალაში აქციის მონაწილეებმა კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს | Allnews.Ge

გვატემალაში აქციის მონაწილეებმა კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს

გვატემალაში 2021 წლის ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტები ქვეყნის პრეზიდენტის, ალეხანდრო ჯიამატეის გადადგომას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეთა უმეტესობა პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა, თუმცა დემონსტრანტების ნაწილი კონგრესის შენობასთან მივიდა და ფანჯრების ჩამსხვრევა დაიწყო. ამასთან, რამდენიმე აქტივისტმა შენობას ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ 21 პირი დააკავა. მომხდარი არეულობის დროს 20-ზე მეტი აქტივისტი დაშავდა.