ჯანმო - „რემდესივირის“ მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის | Allnews.Ge

ჯანმო - „რემდესივირის“ მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის

კომპანია "გილიადის" მიერ შექმნილი პრეპარატის, "რემდესივირის" მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მათი მდგომარეობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

ორგანიზაციის განმარტებით, მათი დასკვნა ემყარება ოთხ საერთაშორისო კვლევას, რომელშიც კოვიდ 19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული 7 000-მდე პაციენტი მონაწილეობდა და რომელმაც დაადასტურა, რომ "რემდესივირი" არ ამცირებს პაციენტებში ლეტალობის შემთხვევებს, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებას, კლინიკური გაუმჯობესების დროს და სხვა მაჩვენებლებს.

აღსანიშნავია, რომ "რემდესივირი", როგორც კოვიდ 19-ის სამკურნალო საშუალება, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია ნებადართული ან დამტკიცებული. პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამკურნალოდაც გამოიყენეს.