ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად 3 მილიონ ევროს გამოყოფს | Allnews.Ge

ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად 3 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრები კონფლიქტის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 3 მილიონ ევროს გამოყოფს, - შესაბამისი ინფორმაცია ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის დაიხარჯება.

"ევროკავშირი აგრძელებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დახმარებას. ვგზავნით დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას. მივესალმები საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ უაღრესად შეშფოთებული ვარ იმ იძულებით გადაადგილებული ადამიანების ჰუმანიტარული მდგომარეობით, რომლებსაც ზამთრის მძიმე პირობებთან ერთად კორონავირუსის პანდემიაც ემუქრებათ,"- განაცხადა ევროკავშირის კრიზისის მართვის კომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა.

ევროკავშირის ინფორმაციით, აღნიშნული 3 მილიონ ევრო დაემატება იმ 900 ათას ევროს, რომელიც ბლოკმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ გამოყო.