მასშტაბური საპროტესტო აქციები ტაილანდში, რომლებიც უკვე 5 თვეა გრძელდება- რას აპროტესტებს მოსახლეობა? | Allnews.Ge

მასშტაბური საპროტესტო აქციები ტაილანდში, რომლებიც უკვე 5 თვეა გრძელდება- რას აპროტესტებს მოსახლეობა?

ტაილანდში საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ხელისუფლებისგან რეფორმების  გატარებას ითხოვდნენ.

იმის მიუხედავად, რომ ტაიალანდის პარლამენტმა გასულ დღეს გარკვეული ცვლილებები გაატარა, აქტივისტების მთავარი მოთხოვნები- ტაილანდის მეფის ძალაუფლების შეზღუდვა და პრემიერ-მინისტრის არჩევნის წესი არ გათვალისწინებულა. მასშტაბური აქცია ბანგკოკში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

აქტივისტების ნაწილმა პოლიციის სამმართველოს შენობა საღებავებით შეღება. ისინი სამართალდამცავებისგან მოითხოვდნენ მხარი ქვეყნის დემოკრატიულ ცვლილებებს დაუჭირონ. აქციის დასარბევად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაპირისპირების დროს სულ მცირე 40 აქტივისტი დაშავდა.