კოვიდ 19-ის ვაქცინების შესახებ დამაიმედებელ ინფორმაციას ვღებულობთ, მაგრამ თვითკმაყოფილების დრო არ არის- ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი | Allnews.Ge

კოვიდ 19-ის ვაქცინების შესახებ დამაიმედებელ ინფორმაციას ვღებულობთ, მაგრამ თვითკმაყოფილების დრო არ არის- ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

კოვიდ 19-ის ვაქცინების შესახებ დამაიმედებელ ინფორმაციას ვღებულობთ, მაგრამ თვითკმაყოფილების დრო არ არის- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ნებისმიერი ვაქცინა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, დრო სჭირდება, კოვიდ 19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მატულობს.

”ის ქვეყნები, რომლებიც ვირუსის გავრცელების შესაკავებლად არ მოქმედებენ, ცეცხლს ეთამაშებიან და ეკონომიკების გახსნის უსწრაფესი გზა ვირუსის დამარცხებაა.“ - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.