BBC- კორონავირუსის წინააღმდეგ კომპანია Moderna-ს ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა | Allnews.Ge

BBC- კორონავირუსის წინააღმდეგ კომპანია Moderna-ს ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა

კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკულ კომპანია Moderna-ს ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა- ამ ინფრომაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კომპანიამ ვაქცინაცია 30 000-ზე მეტ ადამიანს 2-ჯერ ჩაუტარდა და მას უკუჩვენება არ მოჰყოლია.

„ახალი პრეპარატის შედეგები გასაოცარია, ეს ნამდვილად დიდებული დღეა“-განაცხადა Moderna-ს დირექტორმა ტალ ზაკსმა. მისი თქმით, ჯერჯერობით დადასტურებული არაა თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ვაქცინის ეფექტურობა აცრის შემდეგ, რის გამოც დამატებითი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა ასევე განაცხადეს, რომ  მათ მიერ შექმნილმა ვაქცინამ  90% -იანი ეფექტურობა აჩვენა.

Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.