გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება | Allnews.Ge

გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყნის 16 რეგიონის ხელმძღვანელებთან ვიდეო კონფერენციის ფორმატში შეხვედრას გამართავს და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი ზომების დაწესების საკითხს განიხილავს, - ამ ინფორმაციას  „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი შეზღუდვების დოკუმენტის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებს შობამდე ყველა სახის კერძო წვეულებაზე დასწრებისგან თავის შეკავების შესახებ რეკომენდაცია უნდა მიეცეთ.

ამასთან, ოჯახებმა თავიანთ სახლებში სტუმრების მიღება უნდა შეზღუდონ, უნდა გამკაცრდეს შეზღუდვა საზოგადოებრივ ადგილებში მოქალაქეების თავშეყრასთან დაკავშირებითაც. დოკუმენტის პროექტის ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ სკოლებში უნდა გამკაცრდეს სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებული წესები და პირბადეების ტარება სავალდებულო უნდა გახდეს როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე ყველა ასაკის მოსწავლეებისთვის.

გერმანიამ მიმდინარე თვეში ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელსაც „მსუბუქ ლოქდაუნად“ მოიხსენებენ. დახურულია ბარები და რესტორნები, თუმცა სკოლები და მაღაზიები კვლავ ღია რჩება.

myquiz