დონალდ ტრამპმა არჩევნებში დამარცხება აღიარა- " მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბდა" | Allnews.Ge

დონალდ ტრამპმა არჩევნებში დამარცხება აღიარა- " მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბდა"

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ პირად გვერდზე 3 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ არჩევნები გაყალბდა:

„მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბდა. არ დაუშვეს დამკვირვებლები კენჭისყრისას და ხმების დათვლის დროს.  ხმები შეაჯამა კერძო რადიკალურმა მემარცხენე კომპანია „დომინიონმა“, რომელსაც ცუდი რეპუტაცია და ცუდი აღჭურვილობა აქვს, ასევე დიდი როლი ითამაშა ფეიკ და მდუმარე მედიამ და ბევრმა სხვა რამემ.“ -წერს დონალდ ტრამპი.

არჩევნებში დემოკრატმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, მოქმედმა პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპმა კი 232.

myquiz