ათობით დაშავებული, 2 გარდაცვლილი- რა ხდება პერუში, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება | Allnews.Ge

ათობით დაშავებული, 2 გარდაცვლილი- რა ხდება პერუში, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება

პერუს დედაქალაქ ლიმაში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. პოლიციელბმა დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

BBC-ის ინფორმაციით, აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ დაპირისპირებას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. პროტესტი ქვეყნის კონგრესის მიერ პრეზიდენტ მარტინ ვიზკარასთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მოჰყვა.

მას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში სდებენ ბრალს, რასაც ვიზკარა უარყოფს. მისი გადაყენების შემდეგ ახალ პრეზიდენტად მანუელ მერინო აირჩიეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. აქტივისტები აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანას ღრმა კრიზისში შეიყვანს.