აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთს ბრძოლის ველზე დაღუპული სამხედროების ცხედრები გადასცეს | Allnews.Ge

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთს ბრძოლის ველზე დაღუპული სამხედროების ცხედრები გადასცეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების შუამავლობითა და მონაწილეობით ერთმანეთს ბრძოლის ველზე დაღუპულთა ცხედრები გადასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სომხეთმა აზერბაიჯანს 6 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცა. თავის მხრივ, სომხურ მხარეს ცხედრები აზერბაიჯანმაც გადასცა, თუმცა უწყებაში რაოდენობას არ აკონკრეტებენ.

დაღუპულების ცხედრების გადაცემას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გაფორმებული შეთანმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს.