ერევანში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეკრებილები სკანდირებენ: „ნიკოლ მოღალატე!“ | Allnews.Ge

ერევანში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეკრებილები სკანდირებენ: „ნიკოლ მოღალატე!“

“ერევანში, "თავისუფლების მოედანზე", მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოედანი დემონსტრანტებით გადაჭედილია. შეკრებილები სკანდირებენ : "ნიკოლ მოღალატე!".

სამართალდამცავები "თავისუფლების მოედნიდან" მომიტინგეების გაყვანას ცდილობენ.

შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის 17 პარტიის საბჭომ დააანონსა, რომ ერევანში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართებოდა. შეკრებილი მოქალაქეები მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად მოაწერა ხელი.

საპროტესტო გამოსვლები მაშინვე დაიწყო, როგორც კი ნიკო ფაშინიანმა აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ საჯაროდ განაცხადა. გუშინ დემონსტრანტები მთავრობისა და პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ. რამდენიმე მათგანი პარლამენტის სპიკერს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. არარატ მირზოიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სომხური გამოცემა Pოლიტიკ.ამ-ის ინფორმაციით, არეულობის დროს ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის საელჩოს შენობაში იმალებოდა.