რუსეთმა ყარაბაღში სამშვიდობო ჯარებს განთავსება დაიწყო | Allnews.Ge

რუსეთმა ყარაბაღში სამშვიდობო ჯარებს განთავსება დაიწყო

რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების გაგზავნის პროცესი დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოები ულიანოვსკის აეროპორტიდან U-76-ის ტიპის თვითმფრინავით გადაჰყავთ. მთიან ყარაბაღში, საერთო ჯამში, 1 650 რუსი სამშვიდობო განლაგდება.

„ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის კონტროლის მიზნით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების კონტინგენტი განლაგდება, რომლის შემადგენლობაში 90 ჯავშანტრანსპორტიორი და საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის 380 ერთეული შედის “, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.