ისეთი ვიცე-პრეზიდენტი ვინქები, როგორიც ჯო ბაიდენი იყო ობამასთვის-კამილა ჰარისი | Allnews.Ge

ისეთი ვიცე-პრეზიდენტი ვინქები, როგორიც ჯო ბაიდენი იყო ობამასთვის-კამილა ჰარისი

„მართალია, პირველი ქალი ვარ ამ თანამდებობაზე, მაგრამ ბოლო არ ვიქნები, რადგან ყველა პატარა გოგონა, რომელიც დღეს მიყურებს, ხედავს, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულმა კამალა ჰარისმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტად მისი დასახელება ძალიან კარგად მეტყველებს ჯო ბაიდენის პიროვნებაზე, რომელსაც ეყო გამბედაობა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი გადაელახა და საკუთარ ვიცე-პრეზიდენტად ქალი აერჩია.

„მე პირველი ქალი ვარ, რომელიც ასეთ მაღალ პოსტს დაიკავებს და იმედი მაქვს, არა უკანასკნელი. ყველა ამერიკელმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ მათ ეს ქვეყანა განუსაზღვრელ შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, იოცნებეთ დიდ შედეგებზე და იყავით მიზანდასახულები. ჩვენ ამ გზაზე მხარს დაგიჭერთ. მე ვიქნები ისეთივე ვიცე-პრეზიდენტი, როგორიც ჯო ბაიდენი იყო ბარაქ ობამასთვის,“ - განაცხადა ჰარისმა.