მე ვიქნები პრეზიდენტი, რომლის მიზანიც ერთიანობაა და არა დაყოფა-ჯო ბაიდენი | Allnews.Ge

მე ვიქნები პრეზიდენტი, რომლის მიზანიც ერთიანობაა და არა დაყოფა-ჯო ბაიდენი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატში, პენსილვანიაში ხმების უმრავლესობა დააგროვა. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 273 ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ბაიდენმა მოსახლოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იქნება პრეზიდენტი, რომლის მიზანიც ერთიანობაა და არა დაყოფა.

„ჩვენ უნდა დავინახოთ ერთმანეთი, მოვუსმინოთ ერთმანეთს, მივაღწიოთ პროგრესს; დროა, შევწყვიტოთ ჩვენი ოპონენტების მტრებად აღქმა, ისინი ჩვენი მტრები არ არიან, ისინი ამერიკელები არიან. ახლა ამერიკაში გამთელების დროა. მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ ხედავს წითელსა და ლურჯს, ხედავს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

myquiz