სომხეთის პრემიერის მეუღლე - ქალთა რაზმი მზად არის საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად | Allnews.Ge

სომხეთის პრემიერის მეუღლე - ქალთა რაზმი მზად არის საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის ანა აკოპიანის განცხადებით, ქალთა რაზმი, რომელშიც თავადაც ერთიანდება, საბრძოლო დავალებების შესასრულებლად მზად არის. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.

"ათდღიანი წვრთნების შემდეგ, ჩვენი რაზმი მზად არის საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად. რაზმს სომეხი დედოფლის პატივსაცემად "ერატო" ჰქვია", - წერს აკოპიანი.

მან ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ 13 ქალისგან შემდგარმა რაზმმა, რომელშიც თავადაც ერთიანდება, სამხედრო წვრთნები დაიწყო, რის შემდეგაც გაემგზავრება ბრძოლის ხაზზე "სამშობლოს საზღვრების დასაცავად".

myquiz