ვინ გახდება აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი თითქმის გარკვეულია- ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს პენსილვანიის შტატშიც უსწრებს | Allnews.Ge

ვინ გახდება აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი თითქმის გარკვეულია- ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს პენსილვანიის შტატშიც უსწრებს

პრეზიდენტობის "დემოკრატი" კანდიდატი ჯო ბაიდენი მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, პენსილვანიის შტატში 5 587 ხმით უსწრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, შტატში ჯო ბაიდენს საერთო ჯამში 3 295 304 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი - 3 289 717.

CNN-ი განმარტავს, რომ პენსილვანიისა და ჯორჯიას შტატებში გამარჯვების გარეშე მოქმედი პრეზიდენტი არჩევნებს ვერ მოიგებს, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო შეფასების გაკეთებისგან თავშეკავება სჯობს, ვინაიდან ხმების დათვლა არ დასრულებულა.