აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - სომხეთის მიერ დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად 92 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული | Allnews.Ge

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - სომხეთის მიერ დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად 92 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული

27 სექტემბერიდან დღემდე სომხეთის მიერ დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად დაღუპულია 92 მშვიდობიანი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული მოქალაქეების რაოდენობა 400-ს აჭარბებს.

"გარდა ამისა, სერიოზულად დაზიანებული ან დანგრეულია 504 სამოქალაქო ობიექტი, 100 მრავალბინიანი კორპუსი და 3 064 სახლი", - აცხადებენ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურაში.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.