ჯო ბაიდენი - ეჭვი არ გვეპარება, ხმების დათვლის დასრულების შემდეგ გამარჯვებულად გამოგვაცხადებენ | Allnews.Ge

ჯო ბაიდენი - ეჭვი არ გვეპარება, ხმების დათვლის დასრულების შემდეგ გამარჯვებულად გამოგვაცხადებენ

აშშ-ის პრეზიდენტობის "დემოკრატი" კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, არჩევნებში ის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი სენატორი კამალა ჰარისი გაიმარჯვებენ, თუმცა მხარდამჭერებს მოუწოდებს, ხმების ბოლომდე დათვლამდე სიმშვიდე შეინარჩუნონ.

"ეჭვი არ გვეპარება, როდესაც ხმების დათვლა დასრულდება, გამარჯვებულად მე და სენატორ ჰარისს გამოგვაცხადებენ. ასე რომ, ყველას მოგიწოდებთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ,"- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. ჩNN-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის "დემოკრატ" კანდიდატს 253 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 213.