კორონავირუსის მუტაციის გამო დანიაში 17 მილიონამდე წაულას დახოცავენ | Allnews.Ge

კორონავირუსის მუტაციის გამო დანიაში 17 მილიონამდე წაულას დახოცავენ

დანიაში არსებულ წაულას ფერმებში კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. კორონავირუსის მუტირებული შტამი წაულებში აღმოაჩინეს, რის გამოც 15-17 მილიონ ცხცოველს ფერმებშივე გაანადგურებენ. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტტე ფრედერიკსენმა განახცადა.

ფრედერიკსენის განცხადებით, წაულებში აღმოჩენილი მუტაციაგავლილი კორონავირუსი ადამიანებზე გავრცელდა და ის ანტისხეულების გამომუშავების უნარს აფერხებს. თავის მხრივ მუტაცია დამატებითი პრობლემაა კორონავირუსის ვაქცინის შექმნის გზაზე.

დანიაში შიშობენ, რომ ეს შტამი შეიძლება მთელს დანიაში და მსოფლიოშიც გავრცელდეს.

დანია მსოფლიოში ბეწვეულის უმსხვილესი მწარმოებელია. ქვეყანაში ათასზე მეტი ფერმაა, სადაც 15-17 მილიონი წაულა ბინადრობს. კორონავირუსის მუტაცია 200 ფერმაში დადასტურდა. მანამდე იგივე პრობლემა ნიდერლანდებში გამოვლინდა, სადაც წაულას ფერმებში მილიონობით ცხოველი გაანადგურეს.