CNN - ბოლო მონაცემებით, ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 253 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი - 213 | Allnews.Ge

CNN - ბოლო მონაცემებით, ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 253 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი - 213

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. CNN-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 253 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 213.

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა მიჩიგანის, პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატებში ხმის დათვლის პროცესის შეჩერების მოთხოვნით სარჩელები შეიტანა, რაზეც „დემოკრატიული პარტიის“ ადვოკატმა მარკ ელიასმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელებმა“ იციან, რომ არჩევნები წააგეს. არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია.

გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.