ბაიდენი თუ ტრამპი? - ვინ იმარჯვებს აშშ-ის არჩევნებში | Allnews.Ge

ბაიდენი თუ ტრამპი? - ვინ იმარჯვებს აშშ-ის არჩევნებში

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდნეი ლიდერობს. BBC-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაინდენს 224 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 213.

აღსანიშნავია, რომ პირველადი შედეგებით, ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით დონალდ ტრამპი ჯოზეფ ბაიდენს უსწრებს, თუმცა ადგილობრივი კანონმდებლობით, არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია.

გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.

არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან

კვირაც დასჭირდეს, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს ხმების დათვლის განსხვავებული წესი აქვს.