ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის დასასრულებლად | Allnews.Ge

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის დასასრულებლად

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს და კვლავაც გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული იმისთვის, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტი დასრულდეს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა რელიგიური გაერთიანებების მეთაურებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"იცით, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტი, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რათა შევინარჩუნოთ ადამიანთა სიცოცხლე, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგანან და სამწუხაროდ, ერთმანეთს ავტომატის სამიზნეებიდან უყურებენ, ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღს იყენებენ" , - განაცხადა პუტინმა.

პუტინი დარწმუნებულია, რომ ერთმანეთის მოწინააღმდეგე მხარეები მიზნის მიღწევას შეძლებენ მშვიდობიანი მოლაპარაკებებით.

"ყოველ შემთხვევაში, ჩვენ კონტაქტი გვაქვს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც. ვიმედოვნებ, შევძლებთ შედეგის მიღწევას, თანაც ისეთ საფუძველზე, რომელიც მისაღებია ყველა ადამიანისთვის, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ" - აღნიშნა პუტინმა.