აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება- სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს | Allnews.Ge

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება- სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები, ძირითადად, ტარტარის, აღდამის, ხოჯევანდის, ზანგილანისა და გუბადლის მიმართულებებით გრძელდებოდა.

მათივე ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს.

„გუშინდელი დღისა და ღამის განმავლობაში მტრის ორი T-72 ტიპის ტანკი, სამი D-30-ი ტიპის საზენიტო მოწყობილობა, ერთი ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და სამი სამხედრო სატვირთო ავტომობილი გავანადგურეთ,“- აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანის ჯარი ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებს.