ვენაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო | Allnews.Ge

ვენაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ტელეგრამზე" განათავსა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენაში თავდასხმა განხორციელდა "ხალიფატის ჯარისკაცის" მიერ.

შეგახსენებთ, ავსტრიაში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ოთხი ადამიანი – ორი ქალი და ორი მამაკაცი. სამართალდამცავებმა ერთი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს.

ვენაში განხორციელებული თავდასხმის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.