რა მდგომარეობაა ახლა ავსტრიაში?- ვენაში ტერორისტული აქტი განხორციელდა, არის მსხვერპლი | Allnews.Ge

რა მდგომარეობაა ახლა ავსტრიაში?- ვენაში ტერორისტული აქტი განხორციელდა, არის მსხვერპლი

ავსტრიის დედაქალაქ ვენის ცენტრალურ ნაწილში, სადაც სინაგოგა მდებარეობს თავდასხმა მოხდა. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეიარაღებული პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ვენის ცენტრში მომხდარ თავდასხმაზე კვლავ თავისუფლები არიან.

”ჩვენ კვლავ ვიბრძვით სავარაუდო ტერორისტების წინააღმდე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დამნაშავე შეიარაღებულია”, - აცხადებს ის.  

სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. პოლიციამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდასხმა რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა.

ამ დროისთვის ვენის ცენტრში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან.