ნიდერლანდებში რელსებიდან გადავარდნილი მატარებელი კატასტროფას ვეშაპის ქანდაკებამ გადაარჩინა | Allnews.Ge

ნიდერლანდებში რელსებიდან გადავარდნილი მატარებელი კატასტროფას ვეშაპის ქანდაკებამ გადაარჩინა

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამთან ახლოს მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ვაგონს 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნა ელოდა, რისგანაც ის 20 წლის წინ დამონტაჟებულმა ვეშაპის ქანდაკებამ გადაარჩინა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. Reuters-ის ინფორმაციით მატარებლის რელსებიდან გადავარნის მომენტში მასში მხოლოდ მემანქანე იმყოფებოდა, რომელმაც ვაგონიდან გამოსვლა მოასწრო.