ბანგლადეშში ათასობით ადამიანი საფრანგეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ითხოვს- რატომ უპირისპირდებიან მუსლიმები მაკრონს? | Allnews.Ge

ბანგლადეშში ათასობით ადამიანი საფრანგეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ითხოვს- რატომ უპირისპირდებიან მუსლიმები მაკრონს?

ბანგლადეშის ერთ-ერთი უდიდესი ისლამისტური დაჯგუფება ქვეყნის ხელისუფლებას საფრანგეთთან ურთიერთობების შესაწყვეტად 24 -საათიან ვადას აძლევს.

"მთავრობას ულტიმატუმს ვუყენებთ, რომელიც 24 საათში საფრანგეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას ითვალისწინებს,"- განაცხადა დაჯგუფება ჰეფაზატ-ე-ისლამის ხელმძღვანელმა ჯუნაიედ ბაბუნაგარიმ.

დღეს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ათასობით მუსლიმი შეიკრიბა, საპროტესტო აქციის მონაწილეები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებდნენ, ფრანგული პროდუქციისთვის ბოიკოტის გამოცხადებასა და ქვეყნის მიერ პარიზთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას მოითხოვდნენ.