ფილიპინებს 2020 წლის ყველაზე ძლიერ ტაიფუნი „გონი“ დაატყდა თავს | Allnews.Ge

ფილიპინებს 2020 წლის ყველაზე ძლიერ ტაიფუნი „გონი“ დაატყდა თავს

ფილიპინებს 2020 წლის ყველაზე ძლიერ ტაიფუნი „გონი“ დაატყდა თავს, რასაც სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC-ის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების გამო ქვეყნის სანაპირო ქალაქ ვირაკში საფრთხის წითელი ზონა გამოცხადდა და 70 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

გამოცემის ინფორმაციით, ქარიშხალი იმდენად ძლიერია, რომ დიდი ალბათობით ქალაქში არსებული ნაგებობების 90%-ს გაანადგურებს. უხვი ნალექებისა და წვიმის გამო ქვეყნის ათობით პრივინციას ელექტროენერგია და სასმელი წყალი არ მიეწოდება.

სტიქიური უბედურების გამო ქვეყანაში 1 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.