სომხეთმა ტერტერის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონები დაბომბა- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო | Allnews.Ge

სომხეთმა ტერტერის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონები დაბომბა- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

31 ოქტომბრის 06:00 საათზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერტერის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონები დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წუხელ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის დანაყოფების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს. საბრძოლო მოქმედებები, ძირითადად, აღდერეს, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებებით ხორციელდებოდა.

"ამჟამად, ჩვენი ჯარები ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებენ,"- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.