თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

დასავლეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცმებით დაშავებულთა რაოდენობა 419-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების სააგენტო ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 257 დაშავებულის შესახებ.

სააგენტოს ინფორმაციით, მაშველები 12 შენობასთან მუშაობენ, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ამ დროისთვის ნანგრევებიდან 70 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

ადგილზე მუშაობს 40 სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მაშველთა 35 რაზმი და ორი სამედიცინო ვერტმფრენი.

myquiz