მხარს ვუჭერ კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსებას, მაგრამ ეს ყველა მხარისათვის მისაღები უნდა იყოს-ნიკოლ ფაშინიანი | Allnews.Ge

მხარს ვუჭერ კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსებას, მაგრამ ეს ყველა მხარისათვის მისაღები უნდა იყოს-ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსება შესაძლოა კონფლიქტის ოპტიმალური გადაწყვეტა იყოს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მე მხარს ვუჭერ კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსებას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს კონფლიქტის ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ევროპამ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს იმისთვის, რომ თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა შეაჩეროს.