საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა | Allnews.Ge

საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა. საფრანგეთში შემზღუდავი ღონისძიებები პარასკევიდან, 30 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მაკრონის თქმით, აქამდე მიღებული ზომები საკმარისი არ არის.

ახალი შემზღუდავი ღონისძიებების თანახმად, მოსახლეობას გადაადგილებისთვის სპეციალური საშვები დასჭირდება. დაიხურება რესტორნები და ბარები. ამასთან სკოლები, კოლეჯები და ბაღები ღია დარჩება. მაკრონის თქმით, საფრანგეთში ვირუსის მეორე ტალღა უფრო მძიმე იქნება, ვიდრე პირველი.