კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ევროპაში გავრცელება, მომავალი წლის აპრილში უნდა დაიწყოს- ევროკომისიის პრეზიდენტი | Allnews.Ge

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ევროპაში გავრცელება, მომავალი წლის აპრილში უნდა დაიწყოს- ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ევროკავშირის ქვეყნებში მიწოდება 2021 წლის აპრილში უნდა დაიწყოს.

"დიდი რაოდენობით მომარაგება უნდა დაიწყოს აპრილში," - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა პრესკონფერენციაზე და აქვე აღნიშნა, რომ საუკეთესო შემთხვევაში კომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებში თვეში 20-50 მილიონამდე დოზა ვაქცინის მიწოდება შეეძლებათ.

ევროკავშირმა პოტენციური ვაქცინის წინასწარ შეძენაზე ხელშეკრულებები უკვე გააფორმა რამდენიმე კომპანიასთან, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ.