ინდოეთში ჰაერის დაბინძურებამ ჯანმრთელობისათვის საშიშ ნიშნულს მიაღწია | Allnews.Ge

ინდოეთში ჰაერის დაბინძურებამ ჯანმრთელობისათვის საშიშ ნიშნულს მიაღწია

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინდოეთის ჩრდილოეთ შტატებში და განსაკუთრებით დედაქალაქ ნიუ-დელიში ჰაერის დაბინძურებამ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნიშნულს მიაღწია.

ექსპერტების განცხადებით, ჰაერის მომწამვლელობის დონე 500-დან 310 ნიშნულამდე ავიდა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

დაბინძურების გამო ნიუ-დელის მოსახლეობის ნაწილი სახლიდნა გამოსვლას თავს არიდებს და ქუჩაში პირბადეებით გადაადგილდება. ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკური აქტივობის განვითარების გამო ინდოეთში ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

პანდემიის გამო მარტიდან სექტემბრამდე ჰაერის დაბინძურება შემცირდა, თუმცა ქვეყანაში ეკონომიკური ცხოვრების განახლებასთან ერთად ჰაერის დაბინძურება კვლავ მკვეთრად გაიზარდა.

myquiz