ავღანეთში ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი აბუ მუჰსინ ალ-მასრი მოკლეს | Allnews.Ge

ავღანეთში ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი აბუ მუჰსინ ალ-მასრი მოკლეს

ავღანეთის უშიშროების ძალებმა დაჯგუფება ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი აბუ მუჰსინ ალ-მასრი მოკლეს, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს ძებნილი ტერორისტების სიაში იყო. ამ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ალ-მასრი, ალ-ქაიდას რიგით მეორე ლიდერი იყო, რომლეიც ღაზნის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

ალ-მასრის ბრალი ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხო ქვეყნის ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებასა და აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობის შეთქმულების გამო ჰქონდა წაყენებული.