მოსახლეობამ არჩევანი ტრამპის ეკონომიკურ ბუმსა და ბაიდენის „ლოკდაუნს“ შორის უნდა გააკეთოს- დონალდ ტრამპი | Allnews.Ge

მოსახლეობამ არჩევანი ტრამპის ეკონომიკურ ბუმსა და ბაიდენის „ლოკდაუნს“ შორის უნდა გააკეთოს- დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უისკონსინის შტატის ქალაქ უოკეში მხარდამჭერებს შეხვდა. პრეზიდენტის თქმით, პანდემიის მიუხედავად ქვეყანამ ეკონომიკური ცხოვრება ჩვეულ რიტმში უნდა გააგრძელოს და ყველა დაწესებულება, მათ შორის, სკოლები გაიხსნას.

„კორონაივრუსის გავრცელების მიუხედავად ჩვენ ცხოვრება უნდა განავაგრძოთ. ჩემი ვაჟი ბარონი კორონავირუსით დაინფიცირდა, 15 წუთის შემდეგ ექიმებს ვკითხე და ის თავს უკვე კარგად გრძნობდა. პირველი ლედიც დაინფიცირდა და მეც. თუმცა, მე დღეს აქ თქვენს წინაშე გდგავარ“- განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ნეგატიური ხედვის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„მძინარე ჯოს“ ძალიან ნეგატიური ხედვა აქვს. ის მოსახლეობას მუდმივად ბნელი ზამთრის შესახებ ესაუბრება.  მოსახლოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი ტრამპის ეკონომიკურ ბუმსა და ბაიდენის „ლოკდაუნს“ შორის. მას მთელი ქვეყნის ჩაკეტვა სურს.“-განაცხადა მან.  

myquiz