ილჰამ ალიევი - სომხეთის ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ისინი ახლა იმ მდგომარეობაში არ არიან, ვინმეს უკარნახონ | Allnews.Ge

ილჰამ ალიევი - სომხეთის ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ისინი ახლა იმ მდგომარეობაში არ არიან, ვინმეს უკარნახონ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ისინი ახლა იმ მდგომარეობაში არ არიან, ვინმეს უკარნახონ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა ფრანგულ გამოცემა "ფიგაროსთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყველაფერი შეჩერდება და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთი შეჩერდება და კონსტრუქციულად მოიქცევა, ასევე ღიად აჩვენებს იმ საბაზო პრიციპების მიმართ ერთგულებას, რომლებიც საფრანგეთმა, რუსეთმა დ აშშ-მა შეიმუშავეს.

ალიევი აქვე აღნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან არა მხოლოდ თავისი განცხადებებით, არამედ სამხედრო პროვოკაციებითაც, ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკებების პროცესის ჩასაშლელად.

"მისი ხელისუფლებაში ყოფნიდან ორ წელიწადში მოლაპარაკებების პროცესი უკვე აღარ არის. რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია, რომ პროცესის პოლიტიკურად დარეგულირება შესაძლებელია. თუმცა სომხეთის ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ისინი ახლა იმ მდგომარეობაში არ არიან, ვინმეს უკარნახონ, რადგან სტატუს-კვო უკვე აღარ არსებობს, გადაკვეთის ხაზები უკვე აღარ არის. ჩვენ ადგილზე ახალი რეალობა შევქმენით და მათ ეს უნდა გაითვალისწინონ", - აღნიშნა ალიევმა.

myquiz