ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს სომხეთთან. იქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. ძალიან მიზანმიმართული, არაჩვეულებრივი ადამიანები- დონალდ ტრამპი | Allnews.Ge

ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს სომხეთთან. იქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. ძალიან მიზანმიმართული, არაჩვეულებრივი ადამიანები- დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით "ძალიან კარგი პროგრესია მიღწეული".

"ჩვენ ვსაუბრობთ ამის შესახებ, ვსაუბრობთ სომხეთთან. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს სომხეთთან. იქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. ძალიან მიზანმიმართული, არაჩვეულებრივი ადამიანები. ვნახოთ, რა იქნება", - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კონტაქტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, ტრამპმა უპასუხა: "არ მინდა საუბარი. ვნახოთ, რა იქნება. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით არის ძალიან კარგი პროგრესი", - განაცხადა ტრამპმა.

myquiz