აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - აღდერე-აღდამის, ფიზული-ჯაბრაილისა და ზანგილან-გუბადლის მიმართულებებით საბრძოლო ოპერაციები ღამის განმავლობაში გრძელდებოდა | Allnews.Ge

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - აღდერე-აღდამის, ფიზული-ჯაბრაილისა და ზანგილან-გუბადლის მიმართულებებით საბრძოლო ოპერაციები ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

აღდერე-აღდამის, ფიზული-ჯაბრაილისა და ზანგილან-გუბადლის მიმართულებებით საბრძოლო ოპერაციები ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, მოწინააღმდეგე აზერბაიჯანის თავდაცვით პოზიციებს იარაღის, ნაღმტყორცნებისა და ქვემეხების საშუალებით ესხმოდა თავს.

„აზერბაიჯანის არმიის მიერ ჩატარებული ოპერაცის შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის დანაყოფები იძულებულები გახდნენ, გუდაბლის მიმართულების რამდენიმე პოზიცია დაეტოვებინათ,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.