მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტაზე საუბარი, უაზრობაა- ნიკოლ ფაშინიანი | Allnews.Ge

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტაზე საუბარი, უაზრობაა- ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ - მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტაზე საუბარი, უაზრობაა. ამის შესახებ მან "ფეისბუქ-ლაივის" დროს განაცხადა.

"უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყარაბაღის საკითხი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, არსობრივად, დიპლომატიური გზით ვერ გადაწყდება", - განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, სომხეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია საკუთარი მზადყოფნის შესახებ, საკითხი ურთიერთკომპრომისის საფუძველზე გადაწყდეს.

თუმცა, მისი თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ლოგიკა მისაღებია სომხური მხარისთვის, მაგრამ არა აზერბაიჯანისთვის. ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ბაქოს ტაქტიკა და სტრატეგია უცვლელი რჩება.