განადგურებულია კიდევ ერთი თურქული უპილოტო საფრენი აპარატი- სომხეთის თავდაცვის უწყება | Allnews.Ge

განადგურებულია კიდევ ერთი თურქული უპილოტო საფრენი აპარატი- სომხეთის თავდაცვის უწყება

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ კიდევ ერთი Bayraktar TB2-ის ტიპის თურქული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი ავრცელებს.

სტეპანიანი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს, რომელზეც, მისი მტკიცებით, ჩამოგდებული თურქული საფრენი აპარატია ასახული. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.