რა ხდება ჩილეში, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს | Allnews.Ge

რა ხდება ჩილეში, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს

ჩილეს დედაქლაქ სანტიაგოში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციას თავდაპირველად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობებსა და ორ ეკლესიას ცეცხი წაუკიდეს. ამასთან აქტივისტები ნაწილმა მომხდარი არეულობის დროს მაღაზიები გაძარცვა.

აქციის დროს დემონსტრანტებსა და სამართალდაცავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც 18 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

შეგახსენებთ, ჩილეში საპროტესტო აქციები 1 წლის წინ მეტროს ბილეთების გაძვირების გამო დაიწყო. მოგვიანებით მათი მოთხოვნა განათლებისა და ჯანდაცის სისტემების რეფორმით შეიცვალა.